Pax optima rerum
„მშვიდობის კვლევის ცენტრი“ (Center for Peace Studies) არის გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების გაერთიანება, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: • საქართველოს მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; • სამოქალაქო თანასწორობისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა; • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენისა და აღნიშნული რეგიონების საქართველოში მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხელშეწყობა; • საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა; • განათლების და მეცნიერების სფეროს რეფორმირების ხელშეწყობა; • თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ხელშეწყობა; • საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. ორგანიზაცია გეგმავს მთელი რიგი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, სამოქალაქო თანასწორობის თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებას.


პროექტი “კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მედიის გავლენის კვლევა მარნეულის მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს მარნეულის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს სოციალური დისტანციის შემცირებას, სტერეოტიპების გამოვლენასა და სოციალური ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც მუნიციპალიტეტის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, ისე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას. პროექტის განხორციელების ვადები: 2026 წლის იანვარი - აპრილი პროექტის იდეა ეფუძნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ეთნიკური მრავალფეროვნების კვლევასა და ანალიზს. პროექტის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანული, სომხური და ქართული თემების ურთიერთობების, სოციალური დისტანციის, სტერეოტიპების, ენობრივი ბარიერების და მედიის გავლენის შესწავლა. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს პრობლემის სიღრმისეულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაანალიზებას. პროექტის ამოცანებია: • ეთნიკურ ჯგუფებს შორის სოციალური დისტანციის გამოვლენა; • სტერეოტიპებისა და კულტურული მოლოდინების კვლევა; • მედიისა და საინფორმაციო სივრცის გავლენის შეფასება; • ენობრივი რესურსების და საჭიროებების ანალიზი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: • ფსიქო-სოციოლოგიური კვლევის (რაოდენობრივი გამოკითხვის) ჩატარებას 600 რესპონდენტზე ბოგარდუსის სოციალური დისტანცირების სკალის გამოყენებით; • ექვსი ფოკუს ჯგუფის ორგანიზებას და ჩატარებას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების და ასაკის მონაწილეთა ჩართულობით, • კვლევის ანგარიშის მომზადება და შესაბამისი სამთავრობო უწყებებისათვის მიწოდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა პირველი სრულყოფილი ფსიქო-სოციოლოგიური კვლევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომლის მონაცემების გამოყენება შესაძლებელი იქნება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ინტეგრაციის პოლიტიკისა და სამოქალაქო თანასწორობის პროგრამების გასაუმჯობესებლად. პროექტს აქვს საპილოტე ხასიათი და დაგეგმილია მისი განვრცობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მიღებული კვლევითი ინსტრუმენტები, ანალიტიკა და რეკომენდაციები დარჩება როგორც გრძელვადიანი რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შედეგების მდგრადობასა და განგრძობითობას. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულია კონკრეტული, გაზომვადი და პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგები: 1. მიღებულია სანდო კვლევითი მონაცემების მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური რეალობის შესახებ • შესრულდა რაოდენობრივი კვლევა 600 რესპონდენტზე და ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი, რის შედეგადაც შეიქმნა მონაცემთა სრულყოფილი ბაზა. • განისაზღვრა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სოციალური დისტანციის დონე და სტერეოტიპების ძირითადი წყაროები. 2. სტერეოტიპების გამოვლენა და ინტეგრაციის ბარიერების იდენტიფიკაცია • გამოვლინდა რომელი სოციალური, კულტურული და ენობრივი ფაქტორები აფერხებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობას და ნდობას. • კონკრეტულ თემებში გამოიკვეთა სტერეოტიპების სიძლიერე და კულტურული ბარიერები • იდენტიფიცირდა რისკის ზონები, სადაც აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. • გამოვლინდა მოსახლეობის დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოური კულტურის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრაციის და მიგრაციული პოლიტიკის სწორად დაგეგმვას. 3. მედიისა და ენობრივი გარემოს შეფასება • გამოიკვეთა, რომელი ადგილობრივი და უცხოური მედია საშუალებები ახდენენ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოსახლეობაზე. • შეფასდა ქართული და უცხო ენების ცოდნის დონე და მათი სწავლების ტენდენციები, რაც დაეხმარება სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დაგეგმვაში. • იდენტიფიცირდა მოსახლეობის საჭიროებები და მოლოდინები; 4. სტაბილურობის ინდექსის დადგენა სპეციალური ფორმულის მეშვეობით დადგინდა სტაბილურობის ინდექსი მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის, რომელმაც აჩვენა მაღალი სტაბილურობისა დონე. 5. ანგარიში სახელმწიფო სტრუქტურებისათვის • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა ანგარიში რომლებიც დაეხმარება საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით უფრო ეფექტური პოლიტიკის განხორციელებაში. • შედეგები იძლევა შესაძლებლობას, მომდევნო ეტაპზე განხორციელდეს შედარებითი ანალიზი სხვა მუნიციპალიტეტებთან, რეგიონის და საქართველოს მასშტაბით. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო უწყებებს მიეწოდათ კვლევაზე დაფუძნებული ანგარიში, რომელიც მიზანშეწონილია, რომ გამოიყენებულ იქნას ეთნიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის, რის შედეგადაც საზოგადოება მიიღებს სარგებელს სოციალური თანხმობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებით. პროექტი დაფინანსებულია სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მიერ
წარმოშობა და პირველწყარო ფრაზა პირველად გვხვდება რომაელი პოეტის სილიუს იტალიკოსის (Silius Italicus, ახ.წ. I ს.) ეპიკურ პოემაში Punica (XI, 595): Pax optima rerum, quas homini novisse datum est; Pax una triumphis innumeris potior; pax custodire salutem et cives aequare potens. ქართული თარგმანი: „მშვიდობა — კაცისთვის ცნობილ საგანთა შორის უმაღლესია; ერთი მშვიდობა უპირატესია უთვალავ ტრიუმფზე; მშვიდობა იცავს სიცოცხლეს და ამკვიდრებს თანასწორობას მოქალაქეთა შორის“ ისტორიული გამოყენება 1. კლასიკური რომაული ეპოქა (I ს.) ◦ ფრაზა გამოხატავდა რომაულ იდეალს „მშვიდობა როგორც კეთილდღეობის საფუძველი“. ◦ ეს იდეა ეხმიანებოდა ასევე „Pax Romana“-ს — მშვიდობის პერიოდს. 2. XVII ს. — შუა ევროპა და ვესტფალიის ზავი (1648) ◦ ფრაზა ხშირად გამოიყენებოდა, როგორც ომით დანგრეული ევროპაში, როგორც ახალი, მშვიდობის ეპოქის დასაწყისისას სიმბოლო ◦ ვესტფალიის ზავის დოკუმენტებში და სხვადასხვა უნივერსიტეტის (მაგ., მიუნსტერის, ოსნაბრიუკის, კილის) ემბლემებზე ის გამოხატავდა საერთაშორისო თანაარსებობის იდეას. 3. Christian-Albrechts-Universität zu Kiel (დაარს. 1665) ◦ ოფიციალური ლოზუნგი გახდა სწორედ Pax optima rerum, რომელიც დღემდეა უნივერსიტეტის ბეჭედზე და სიმბოლიკაზე. ◦ მნიშვნელობა აქ არის მეცნიერების, ცოდნისა და მშვიდობის თანაფარდობა — “Science and Peace as the supreme goods.” ფილოსოფიური მნიშვნელობა ლოზუნგი გამოხატავს „პოზიტიურ მშვიდობას“ - არა უბრალოდ ომის არარსებობას, არამედ: • თანასწორობისა და სამართლიანობის საფუძველზე დამყარებულ ჰარმონიას; • ადამიანის კეთილდღეობას, როგორც მშვიდობის შედეგს; • მშვიდობას როგორც უზენაეს ღირებულებას, რომელიც აერთიანებს სიბრძნეს, განვითარებასა და ღირსებას.
გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
დირექტორი
კვლევისა და ანალიზის სპეციალისტები, რომლებიც ღრმა ცოდნით უზრუნველყოფენ ჩვენს საქმიანობას.
ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი, სოციოლოგი
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6 ოფისი 508
nugzar963@gmail.com
+995 599 97 45 55
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო